Aa
Aa

ტოჩინოშინის დაჯილდოების ცერემონია: პრიზების სრული სია - თასი? არა თასები!

ტოჩინოშინს, იგივე ლევან გორგაძეს, ჰაცუ ბაშოზე ("იმპერატორის თასის") მოგების შემდეგ კუთვნილი თასი გადასცეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა ქართველ სუმოისტს კიდევ ბევრი პრიზი ერგო წილად.

ყველაზე სახალისო მომენტი კი მთავარი თასის გადაცემის მომენტი იყო, როდესაც წამყვანს მის ასაწევად დამხმარე დასჭირდა.

უამრავი თასის გარდა, ლევანმა რა თქმა უნდა სხვადასხვა ჯილდოებიც მიიღო, რომელთა ჩამონათვალი ბევრისთვის მოულოდნელი და სახალისოც კი იყო, თუმცა ეს ტრადიციაა, რომელსაც მთელი იაპონია სცემს პატივს.

ფულადი პრიზის სახით ტოჩინოშინს 10 000 000 იენი გადაეცემა, რომელიც ლარებში, რომ ვიანგარიშოთ, დაახლოებით 230 ათასი გამოდის.

პლიუს ამას, ლევანს საჩუქრად გადასცემენ მანქანასა და საათს. ასევე, ბენზინის 1 წლიან ნორმას. აქვე გეტყვით, რომ სუმოისტებს ავტომობილის მართვის უფლება არ აქვთ და მათ პირადი მძღოლები ატარებენ.

ყველაზე საინტერესო ახლა იწყება. ტოჩინოშინი ასევე მიიღებს ერთი წლის ნორმა ლუდს. ანალოგიური პირობებით, მას გადაეცემა რძე და კოკა-კოლა.

რა თქმა უნდა, 1 წლის ნორმა ბრინჯიც. 1 ტონა ხილ-ბოსტნეული. 100 ათასი ქლიავის ჩირი, 1 ტონა ხორცი და 1 ტონა სოკო.

ლევანს საგრძნობლად გაეზრდება ყოველწლიური ანაზღაურებაც, რომელიც პირდაპირაა დამოკიდებული სუმოისტის რანგზე, თუ რომელ იერარქიას მიეკუთვნება ის.

გთავაზობთ დაჯილდოების ცერემონიის ამსახველ ფოტომასალას:

ცხელი ამბები