საუკეთესო შერკინება და წითელი ღვინო - ინგლისელებს
Aa
Aa

საუკეთესო შერკინება და წითელი ღვინო - ინგლისელებს "ბორჯღალოსნებთან" ვარჯიში სურთ

Theguardian-თან საუბრისას, ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა განაცხადა, რომ 6 ერის პირველი ორი ტურის შემდეგ, რამდენიმე თავისუფალი კვირის დროს, შესაძლოა ისინი თბილისს ესტუმრონ და "ბორჯღალოსნებთან" ერთად ივარჯიშონ.

"ექვსი ერის მატჩებს შორის თავისუფალი დრო გვაქვს და ვგეგმავთ, რომ ის ნაყოფიერად გამოვიყენოთ. სეზონის ამ დროს, თბილისში ვარჯიში ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა. მათ დიდებული წითელი ღვინო და შესანიშნავი კერძები აქვთ, შერკინების ხაზი კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჰყავთ, შესაძლოა საუკეთესოც კი. მსურს, რომ ჩვენი თავი ამ ასპექტში გამოვცადოთ.

ჯერჯერობით, ეს ყველაფერი მხოლოდ გეგმაა და წინასწარ არ ვიცით რას გადავწყვეტთ. ჩვენ, ვეთამაშებით ისეთ მეტოქეებს, რომლებთან სპარინგიც კონკრეტული ასპექტების განვითარებაში დაგვეხმარება".

შეგახსენებთ, რომ ედი ჯონსმა საქართველოს ნაკრებთან ერთად ვარჯიშის სურვილი ადრეც დააფიქსირა.