ოთარ მამაგეიშვილი
Aa
Aa

დებიუტი გიმარაეშთან - მამაგეიშვილი ფამალიკაოში პირველად ათამაშეს

პორტუგალიის საფეხბურთო ჩემპიონატის XXI ტურში „ფამალიკაოს“ შემადგენლობაში ოთარ მამაგეიშვილის დებიუტი შედგა. 21 წლის შემტევი ტიპის ქართველმა ნახევარმცველმა სადებიუტო თამაში მისი ახალი გუნდისთვის მშობლიურ „ვილა ნოვა არენაზე“ „გიმარაეშთან“ ჩაატარა, რომელიც გატანილი ბურთების გარეშე დასრულდა. მთავარმა მწვრთნელმა უგო ოლივეირამ ის მოედანზე 85-ე წუთზე შეიყვანა და მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, „იბერიას“ ყოფილ ლიდერს ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია.

მართალია ბურთს მხოლოდ ერთხელ შეეხო, თუმცა როგორც ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა Abola წერს, ქართველი ფეხბურთელი საჭიროების შემთხვევაში დაცვას აქტიურად ეხმარებოდა და მეტოქე გუნდის მოთამაშეებთან ორთაბრძოლებში შესვლას არ ერიდებოდა. პრესაში ისიც აღინიშნა, რომ მამაგეიშვილი კლუბს კარგ პერიოდში შეუერთდა, რადგან „ფამალიკაო“ ზედიზედ სამი ტურია არ აგებს.

ცნობისათვის, პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში „ფამალიკაო“ 21 ტურის შემდეგ 25 ქულით მეცხრე ადგილზეა. მომდევნო ტურში ოთარ მამაგეიშვილი და მისი თანაგუნდელები სტუმრად „ჟილ ვისენტესთან“ ითამაშებენ, რომელიც თბილისის დროით ორშაბათს ღამის 00:15 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იბერია 1999-დან დუნაისკა სტრედაში | ცოტნე კაპანაძე სლოვაკეთში ითამაშებს
იბერია 1999-დან დუნაისკა სტრედაში | ცოტნე კაპანაძე სლოვაკეთში ითამაშებს