ატლეტიკო, კარლო ანჩელოტი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ანჩელოტი: “ბევრად მეტი დავიმსახურეთ“

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდული დერბი გაიმართა. რეალმა ატლეტიკოს უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

თამაშის შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ანჩელოტი:

„თამაშის წინ ვნახე, რომ კარვახალი, მილიტაო, რუდიგერი და ალაბა თანაგუნდელებს ამხნევებდნენ. პენალტი? მსაჯებზე საუბარი არ მსურს. ამის მიზეზი? უბრალოდ არ მსურს! ბევრად მეტი დავიმსახურეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, რადგან თამაშს ტოტალურად ვაკონტროლებდით. პირველი ნახევარი შედარებით განსხვავებული იყო და ნაკლებად აგრესიულები ვიყავით.

ვიდეო რეფერიმ პენალტი მას შემდეგ დანიშნა, რაც მთავარმა მსაჯმა შესანიშნავად ნახა ყველაფერი მოედანზე და სიტუაცია შეაფასა. ორივე ცენტრალური მცველი ფანტასტიკური იყო, გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით.“

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, რეალსა და ატლეტიკოს შორის ქულათა სხვაობა კვლავ ერთია და ბლანკოსი ლა ლიგის ლიდერია. ბარსელონა თავის მატჩს სევილიასთან გამართავს, გამარჯვების შემთხვევაში ბლაუგრანა როხიბლანკოს 1-ით, ხოლო სამეფო კლუბს 2 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ემპოლის მძიმე მარცხი მილანთან | გოგლიჩიძის გამორჩეული მომენტები
ემპოლის მძიმე მარცხი მილანთან | გოგლიჩიძის გამორჩეული მომენტები