აგენტის თქმით, ტურე "სიტიდან" იანვარში არ წავა
Skysports-ის ინფორმაციით, იაია ტურე „სიტიში“ სულ მცირე სეზონის ბოლომდე დარჩება.
ამის შესახებ პოპულარულ გამოცემას ფეხბურთელის აგენტმა დიმიტრი სელუკმა განუცხადა.
სელუკის თქმით, 100%-ით გადაწყვეტილია, რომ ტურე „ეტიჰედ სთედიუმიდან“ იანვარში არ წავა, რადგან კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს.
34 წლის ნახევარმცველი პრემიერ ლიგის 2 გზის გამარჯვებულია, ხოლო წელს მესამე საჩემპიონო ტიტულის მოგება სურს.
კოტ დ’ივუარელ შუახაზელს „ქალაქელებთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.