Aa
Aa

შენგელიას წარმატებული მატჩი მნიშვნელოვან დაპირსპირებაში

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ევროლიგაში პრინციპული და მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვა. ვიტორიელებმა მორიგი ტურის მატჩი სტამბოლში, “ეფესთან” გამართს და დაძაბულ ბრძოლაში – 82:81 იმარჯვეს.

ბასკონიელთა ორმა საუკეთესო მოთამაშემ – ვინსენ პუარემ და თორნიკე შენგელიამ ბოლო წუთზე ესპანური გუნდის მიერ მოპოვებული ქულები საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერეს. ორივე მათგანმა 2-2 საჯარიმო მიითვალა. ჯერ თორნიკემ დააწინაურა ბასკონიელები 80:79, შემდეგ კი, პუარემ – 82:81 და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

მატჩის უძვირფასესი მოთამაშე 16 ქულით, 2 მოხსნითა და 5 დაფარებით ვინსენ პუარე გახდა, რის შემდეგაც შედეგიანობით შენგელია მოდის. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 29:10 წუთში 17 ქულა, 8 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. თოკომ 6-ვე ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ამდენჯერვე დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

სტუმართაგან ამერიკელი მეტ ჯენინგის (16 ქულა) გარჯაც უნდა გამოვარჩიოთ, მასპინძლებს კი ასევე ამერიკელებმა ერიკ მაკკოლუმმა (21 ქულა) და ბრაიანტ დანსტონმა (14 ქულა) და სერბმა ვლადიმირ შტიმაცმა (10 ქულა, 17 მოხსნა) ულიდერეს.

“ბასკონიას” 6 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს და 16-გუნდიან ევროლიგაში მე-9 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ მომდევნო ეტაპზე საუკეთესო 8 გუნდის გადის. შემდეგ მატჩს ვიტორიელები 20 დეკემბერს, მილანში, “არმანი ჯინსთან” გამართავენ.

gbf.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები