მარადონა რონალდუზე:
Aa
Aa

მარადონა რონალდუზე: "თქვა, რომ ის ისტორიაში საუკეთესოა? უთხარით მას, რომ ნუ სულელობს"

კარიერაში თავისი მე-5 ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, კრიშტიანო რონალდუმ საკუთარი თავი ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და აღნიშნა, რომ ის ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია.

ამ ფაქტმა რა თქმა უნდა, ქომაგების ნაწილი აღაშფოთა, ნაწილი კი გაახალისა.

დღეს, ფეხბურთის ღმერთად წოდებულ დიეგო არმანდო მარადონას ესპანური AS-ის ჟურნალისტმა, სრონალდუს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე თავისი პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.

"კრიშტიანომ თქვა, რომ ის ისტორიაში საუკეთესოა? (იცინის) უთხარით მას, რომ ნუ სულელობს. ჩემი აზრით, ჩემს გარდა ისტორიაში 3 საუკეთესო ფეხბურთელი ალფრედო დი სტეფანო, იოჰან კრუიფი და ლეო მესი არიან".

საინტერესოა, თუ რა პასუხს გასცემს რონალდუ მარადონას...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები