პარიზის ოლიმპიადის ყველაზე პატარა მონაწილე ჩინელი სკეიტბორდერი გახდა
11 წლის ჩინელმა სკეიტბორდერმა, რომელიც 2012 წლის ოლიმპიადის ბოლო დღეს დაიბადა, პარიზის ოლიმპიადაზე იასპარეზა და ყველაზე პატარა მონაწილე გახდა.
ჩჟენ ჰაოჰაომ 69,19 ქულა აიღო და მე-18 ადგილი მოიპოვა, რაც ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. შეჯიბრის გამარჯვებული 14 წლის ბრიტანელი არისა ტრიუ გახდა.
სკეიტბორდინგი ოლიმპიურ სახეობათა შორის 2020 წელს შეიყვანეს და პირველი მედლები სწორედ ტოკიო 2020-ზე გათამაშდა.