გონზე გზაში მოვიდა - დეტალები ვარგას მდგომარეობაზე
როგორც უნგრულ, ასევე მსოფლიოს სპორტულ მედიაში, შოტლანდია-უნგრეთის (0:1) მატჩის მიმდინარეობისას დაშავებულ ბარნაბას ვარგას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უამრავი ცნობები ვრცელდება. ბოლო ინფორმაციით, შოტლანდიელთა მეკარესთან შეჯახების შედეგად გათიშული „ფერენცვაროშისა“ და უნგრეთის ნაკრების ფორვარდი გონზე გზაშივე მოვიდა და ცნობიერება დაუბრუნდა.
ვარგას საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაენიშნა დეტალური სამედიცინო გამოკვლევა და დადგინდა, რომ ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ადგილობრივი კლინიკის მედიკოსებმა ისიც აღნიშნეს, რომ საფეხბურთო მატჩების მსვლელობისას პროტოკოლში აშკარად რაღაც არის შესაცვლელი, რადგან სამედიცინო შტაბის წევრებმა მოედანზე დასახმარებლად შესვლა დააგვიანეს და მის თანაგუნდელებს რომ არ ეაქტიურათ, შესაძლოა ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო.
შეგახსენებთ, რომ უნგრელებმა თამაშის ბოლო წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიელები 1:0 დაამარცხეს და გამარჯვება სწორედ ვარგას მიუძღვნეს.