ანასტასია გოტფრიდი მსოფლიოს ჩემპიონია!
ანაჰაიმში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, კვარცხლბეკის პირველ ადგილზე საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი ანასტასია გოტფრიდი ავიდა. 21 წლის გოტფრიდი გახდა ისტორიაში პირველი ძალოსანი ქალი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელით მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
90 კილოგრამიან წონით კატეგორიაში, ანასტასიამ ორჭიდის ჯამში 265 კილო დააგროვა და მდევარს 10 კილოგრამით გაუსწრო.
ატაცში გოტფრიდმა 116 კილოგრამიანი შედეგით დაიწყო. შემდეგ 12 კილოგრამიანი შტანგა მეორე ცდაზე აწია და ეს შედეგი ოქროს მედლის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.
რაც შეეხება აკვრას ანასტასიამ 135,140 და 145 კილოგრამიანი შტანგები ასწია და მეორე ადგილი მოიპოვა.
ორჭიდში ქართველმა ძალოსანმა მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა.
საქართველოს ნაკრები ანაჰაიმში 4 ძალოსანით გაემგზავრა. ასანიძის გაწვრთნილმა ძალოსნებმა 4 მედალი უკვე მოიპოვეს. შოთა მიშველაძე ორჭიდში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ანასტასია გოტფრიდი 2 ოქროსი და 1 ვერცხლის.
ხვალ თბილისის დროით 05:25 საათზე ფიცარნაგზე ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლაშა ტალახაძე იასპარეზებს.