ალფა რომეო ფორმულა 1-ში ბრუნდება
Aa
Aa

ალფა რომეო ფორმულა 1-ში ბრუნდება

ფორმულა ერთის შვეიცარიულმა გუნდმა „ზაუბერმა“ ხელშეკრულება „ალფა რომეოსთან“ გააფორმა. იტალიური მწარმოებელი, მას ძრავებით მოამარაგებს.

გავრცელებული ცნობით, ფორმულა ერთის ერთ-ერთი აუტსაიდერი 2018 წლის სეზონზე „ალფა რომეო ზაუბერის“ სახელით იასპარეზებს, სარბოლო ავტომობილი კი „ფერარის“ 2018 წლის ძრავით აღიჭურვება.

„ალფა რომეო ფორმულა ერთში მონაწილეობას დაახლოებით 30 წელია არ იღებდა. ამ შეთანხმების დადებით კი იმედი გვაქვს, რომ კომპანია დიდ წარმატებას მიაღწევს და ლეგენდარულ სპორტულ ისტორიაში ახალ ფურცელს ჩაწერს“ - აღნიშნა „ფიატ კრაისლერის“ პრეზიდენტმა სერჯო მარკიონემ.

შეგახსენებთ, რომ ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონის პირველი ტიტული „ალფა რომეოს“ ბოლიდით ჯუზეპე ფარინამ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ სილვერსტოუნზე გამართულ პირველ ტურნირზე ალფა რომეოს გუნდმა პირველი სამი ადგილი მოიპოვა.