ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკოს აღიარება | კაენთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

საფრანგეთის ლიგა 2-ის 31-ე ტურში, ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ „კაენს“ დაუპირისპირდა და 1:0 იმარჯვა. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ზურიკოს კარგი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენილა. ჟირონდულმა გამოცემამ, Webgirondins-მა ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარა და საკუთარ მომხმარებლებს შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის დასახელება სთხოვა. გამოკითხვაში დავითაშვილმა გაიმარჯვა და ხმების უმრავლესობა მიიღო.

ცნობისთვის, 31 ტურის შემდეგ, „ბორდოს“ 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციაზე იმყოფება. ჟირონდელები მეხუთე ადგილოსან „როდეზს“ 6 ქულით ჩამორჩებიან და მომდევნო შეხვედრა 13 აპრილს ელით. „ბორდო“ საკუთარ კედლებში „ბასტიას“ დაუპირისპირდება.

ზურიკოს ლიგა 2-ის ეგიდით, მიმდინარე სეზონში 30 მატჩი აქვს გამართული. მის ანგარიშზე 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. ქართველმა ფეხბურთელმა ბოლო პერიოდში მოუმატა და „ბორდოს“ თავკაცისგან, ალბერტ რიერასგან საქებარი სიტყვებიც დაიმსახურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა და ბარსელონა | აურელიო დე ლაურენტისის პასუხი ბლაუგრანას
კვარა და ბარსელონა | აურელიო დე ლაურენტისის პასუხი ბლაუგრანას