ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„მარცხენა ფლანგზე თამაში მირჩევნია“ | ზურიკოს პრესკონფერენცია

ზურიკო დავითაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. „ბორდოს“ შემტევმა გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჟირონდელთა მიზანი კვლავინდებურად ლიგა 1-ში დაწინაურებაა.

წარუმატებელ პერიოდზე

„ფეხბურთელის კარიერაში ასეთი მომენტები ყოველთვის არის. ვარჯიშებზე ყველაფერს ვაკეთებდი, რათა შედეგი დამეფიქსირებინა და ამას ვაგრძელებ. ცუდი პერიოდი იყო, მაგრამ ვცდილობ, მდგომარეობა გამოვასწორო. ბოლო თამაშში გოლიც გავიტანე და იმედია, ასე გავაგრძელებ“.

ფინიშინგი და ბოლო პასი

„ფინიშინგსა და ბოლო პასზე აქცენტს ყველა ვარჯიშზე ვაკეთებთ. ვრჩებით და სპეციალური ვარჯიშებით ვმუშაობთ. ბოლო თამაშში ამან შედეგი გამოიღო და ვიმედოვნებ, მომდევნო შეხვედრებშიც იგივე მოხდება“.

მარცხენა ფლანგი თუ მარჯვენა ფლანგი

„ორივე ფლანგზე შემიძლია თამაში. მარჯვენა ფლანგზე როცა ვარ, ვცდილობ, მარცხნივ შევიდე და გოლი გავიტანო. მარცხენა ფლანგზე როცა ვარ, ვცდილობ, მარჯვნივ შევიდე და დავარტყა. მარცხენა ფლანგზე მირჩევნია თამაშია, რადგან მარჯვნივ შესვლის შემთხვევაში, ძლიერი ფეხით დავარტყამ“.

ტაქტიკური ცვლილებები

„სხვა ტაქტიკით ვთამაშობთ და ჩემი პოზიციაც განსხვავებულია. ალბერტ რიერა მთხოვს, რომ ყოველთვის ბურთით ვიყო და მომენტი შევქმნა. ბოლო პასი უკვე ვახსენე და არის რაღაცები, რაზეც საჯაროდ ვერ ვილაპარაკებ. ჩემგან გოლების გატანას, საგოლე გადაცემების გაკეთებასა და გუნდის დახმარებას ითხოვს. ის ფაქტი, რომ ითხოვს, ყველა მატჩში MVP ვიყო? ისეთ პოზიციაზე ვთამაშობ, რა თქმა უნდა, მის განცხადებას ვეთანხმები. გუნდისთვის მაქსიმუმი უნდა გააკეთო და გამორჩეული იყო. ჩვენი მიზანი ლიგა 1-ში ასვლაა და ამისთვის არაფერს დავიშურებთ“.

ცნობისთვის, საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში, ზურიკომ მონაწილეობა 29 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 4 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მხარი დაუჭირეთ ხვიჩას! - კვარა თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვის
მხარი დაუჭირეთ ხვიჩას! - კვარა თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვის