ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მხარი დაუჭირეთ ხვიჩას! - კვარა თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვის

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მარტის თვის MVP-ის წოდების მოსაპოვებლად იბრძვის.

ცოტა ხნის წინ, სერია A-ს გვერდზე კანდიდატთა სია გაავრცელა, რომელშიც მონაწილეობას ხვიჩა კვარაცხელიას გარდა „ინტერის“ ნახევარმცველი, ნიკოლო ბარელა, „ინტერის“ მცველი, ალესანდრო ბასტონი, „ბოლონიას“ მარცხენა მცველი, რიკარდო კალაფიორი, „ატალანტას“ ნახევარმცველი, ტეუნ კუპმაინერსი და „მილანის“ შემტევი, რაფაელ ლეაუ იღებენ.

გულშემატკივრებს ხმის მიცემა EA Sports-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ამ ბმულის საშუალებით შეუძლიათ - მიეცი ხმა!

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია დღეს „ნაპოლის“ ფანებმა მარტის თვის MVP-ად დაასახელეს. ქართელმა შემტევმა გასულ თვეში „პარტენოპეის“ მაისურით 5 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა („იუვენტუსთან“ და „ტორინოსთან“).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან - რომელ ადგილზეა ხვიჩა
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან - რომელ ადგილზეა ხვიჩა