ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს | ზურიკო ჟურნალისტმაც შეაქო

საფრანგეთის ლიგა 2-ის 30-ე ტურში, ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ „პარიზს“ დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა. ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავად ითამაშა, ბრწყინვალე გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.

„ბორდოს“ გულშემატკივრებს დავითაშვილის მაგარი მატჩი აღიარების გარეშე არ დაუტოვებიათ. Webgirondins.com-ზე გამოკითხვა ჩატარდა და ფრანგული კლუბის ფანებმა ზურიკო „პარიზთან“ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

„ბორდოს“ შემტევი ფრანგმა ჟურნალისტმა, ჟულიენ ბიმაც შეაქო და განაცხადა: „ზურიკო უფრო მონდომებული იყო, ვიდრე ბოლო შეხვედრებში და საკუთარ თავზე თამაშს ხშირად იღებდა. საოცარი გოლი გაიტანა და მგონია, რომ ცენტრალურ პოზიციაზე უკეთესია, ვიდრე ფლანგზე“.

ცნობისთვის, ლიგა 2-ის დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი და „ბორდო“ მე-5 ადგილს, რომელიც აღზევებისთვის პლეიოფში იბრძოლებს, 8 ქულით ჩამორჩება. ჟირონდელები მომდევნო შეხვედრას 6 აპრილს გამართავენ და მე-6 ადგილზე მყოფ „კაენს“ დაუპირისპირდებიან. ზურიკოს რაც შეეხება, დავითაშვილმა 29 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდა ევროპაში მეორე ადგილზეა - OPTA-ს საინტერესო სტატისტიკა
მამარდა ევროპაში მეორე ადგილზეა - OPTA-ს საინტერესო სტატისტიკა