ილია თოფურია, ლიონელ მესი
Aa
Aa

„მესის ფეხბურთის თამაშს ვერ ასწავლი, ასეა ილიაც“ | თოფურიას მწვრთნელი

ილია თოფურიას ერთ-ერთმა მწვრთნელმა, ხავი კლიმენტმა „ელ მატადორზე“ ისაუბრა. კლიმენტმა, ვინც ილიას კრივში ავარჯიშებს, ინტერვიუ სესარ ალონსოს მისცა და პარალელი ლიონელ მესისა და თოფურიას შორის გაავლო.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ილიას მიერ გაწეული სამუშაო სააშკარაოზე გამოვიდა და ის ყველამ გაიცნო. თოფურიას კრივს მთელი მსოფლიო აფასებს და ეს ჩემთვის სიამაყის საფუძველია. ერთად უდიდესი სამუშაო გავწიეთ და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ სრულყოფილია.

თოფურიას კრივს ვერ ვასწავლი. ის ამისთვისაა დაბადებული. ლიონელ მესის ფეხბურთის თამაშს ვერ ასწავლი. მესიმ იცის, რა უნდა გააკეთოს და შენი მიზანია, ლეოს დაეხმარო, რათა მან პოტენციალის მაქსიმუმი გამოავლინოს. ილიაც ასეა და ვფიქრობ, მას დავეხმარე, რომ საკუთარი შესაძლებლობები სრულად ეჩვენებინა.

თოფურიას განსაკუთრებული აურა აქვს, რომელიც შენც გადმოგეცემა. როცა მის გვერდით ხარ, ხვდები, რომ განსაკუთრებულია. მთელი ცხოვრება მუშაობდა და საკუთარ თავში დარწმუნებული სწორედ ამიტომაა. არიან ადამიანები, რომლებიც ბედს სხვა სპორტში ცდიან და MMA-ში შემდეგ გადადიან. ილია დაიბადა, რათა MMA-ის მებრძოლი იყოს. მებრძოლი არ გამხდარა, მებრძოლად დაიბადა და საკუთარი თავი სრულყო“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში დაანოკაუტა. „ვოლკის“ დაფინიშების შემდეგ, თოფურია ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა და Pound for Pound რეიტინგში (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) შევიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი საყვარელი კალათბურთელივითაა“ | გრეგ პოპოვიჩმა მამუზე ისაუბრა
„ჩემი საყვარელი კალათბურთელივითაა“ | გრეგ პოპოვიჩმა მამუზე ისაუბრა