ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

ბუდუს ორი დარტყმა დაუბლოკეს - კარლსრუემ შალკესთან ფრე ითამაშა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 27-ე ტურში „შალკე’’ - „კარლსრუე’’ 0:0 დასრულდა. „კარლსრუეს’’ სასტარტოში ბუდუ ზივზივაძემ ითამაშა, 63-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 69-ე წუთზე გააფრთხილეს.

პირველ ტაიმში ქართველ ფორვარდს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, კუთხურისას „შალკეს’’ ფეხბურთელებმა უმეთვალყურეოდ დატოვეს, ბუდუს დარტყმა „შალკეს’’ მცველმა ფეხით მოიგერია. მეორე ტაიმში გოლის გატანის კიდევ ორი შანსი ჰქონდა, ერთხელ დარტყმა მცველმა დაუბლოკა, მეორედ კი როცა ფაქტობრივად მეკარესთან პირისპირ დარჩა, კარისკენ დარტყმა ვერ მოახერხა.

30 წლის ქართველმა ფორვარდმა მეორე ბუნდესლიგის 25 მატჩში 10 გოლი შეაგდო. 25-დან 9 მატჩი სასტარტოში დაიწყო, 10-დან 4 გოლი ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ გაიტანა.

27 ტურის შემდეგ „კარლსრუე'' 39 ქულით მე-6 ადგილზეა, საუკეთესო ექვსეულს 7 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე ზივზივაძის გუნდი მესამე ადგილზე გასვლის შანსს ინარჩუნებს. თუ „კარლსრუე'' მესამე ადგილზე გავა, ბუნდესლიგის მე-16 ადგილოსანს დაუპირისპირდება და მოგების შემთხვევაში ელიტაში დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები