ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

დე ლაურენტისს სურს, რომ კვარას კონტრაქტში გამოსასყიდი ჩაიწეროს

ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას ახალი ხელშეკრულების შესახებ საუბრები გრძელდება და ახლოვდება მაისი, როცა მხარეებმა ახალ პირობებზე უნდა ისაუბრონ.

ამჯერად Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ კვარაცხელიას წარმომადგენლები და „ნაპოლი“ ახალ კონტრაქტზე უკვე საუბრობენ. ფინალური შეხვედრა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ არის ჩანიშნული.

იგეგმება ხელფასის გასამმაგება და საბონუსე სისტემის გამოყენებაც, რაც ჯამში ხვიჩას ანაზღაურებას 4.5 მილიონ ევრომდე გაზრდის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც გამოსასყიდ თანხას ითვალისწინებს, როგორც ეს ოსიმენის შემთხვევაში მოხდა. წყაროს ცნობით, დე ლაურენტის სურს, რომ ხვიჩას ხელშეკრულებაში ეს პუნქტი ჩაიდოს, რომ შემდეგ შემოთავაზებებისას კლუბმა თავი მშვიდად იგრძნოს და ის თანხა მიიღოს, რომელსაც დაასახელებენ.

რატომ არის ეს საჭირო? ოსიმენის შემთხვევაში, როცა მის ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხა ჩაიწერა, სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ნიგერიელი ზაფხულში გაიყიდებოდა. მსგავსი რამ შესაძლოა ხვიჩას შემთხვევაშიც მოხდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს