ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

„ვერც წარმოვიდგენთ, ეს მათთვის რამდენს ნიშნავს“ | კარლსრუეს თავკაცი ბუდუზე

„კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან აიხნერმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. „ლურჯების“ თავკაცმა ბუდუ ზივზივაძეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში მას მთელი გუნდი ქომაგობდა.

„როგორია ბუდუს ფიზიკური კონდიციები? უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება. თამაშები და დიდი ზეიმი გამოიარა და მთლიანობაში მისთვის და მისი ქვეყნისთვის გრანდიოზული დღე იყო. ბუდუმ საქართველოს ნაკრების ფინალში გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა და პირველ ვარჯიშს ხვალ გამართავს.

ლუქსემბურგთან შეგდებული ბურთი მისთვის დამახასიათებელი გოლი იყო. ბუდუს თამაშს ყველამ ვუყურეთ და სახლიდან ვგულშემატკივრობდით. გაგვიხარდა, როცა ორივე მატჩი მოიგეს. ალექსანდრე იაშვილთანაც ახლო კონტაქტი გვქონდა და ალბათ, ვერც კი წარმოვიდგენთ, ევრო 2024-ზე გასვლა მათთვის რამდენს ნიშნავს. ზივზივაძე ხვალ ივარჯიშებს და შემდეგ დავილაპარაკებთ, კვირას გასამართი მატჩისთვის საუკეთესო ვარიანტი რა იქნება“.

ცნობისთვის,  26 ტურის შემდეგ, „კარლსრუე“ მე-7 პოზიციას იკავებს და 38 ქულა აქვს. ბუდუს გუნდი მე-3 ადგილზე მყოფ „ჰამბურგს“ 6 ქულით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრა 31 მარტს, სტუმრად, „შალკეს“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უეფა ცვლილებებზე ფიქრობს | 26-კაციანი განაცხადი ევრო 2024-ზე
უეფა ცვლილებებზე ფიქრობს | 26-კაციანი განაცხადი ევრო 2024-ზე