გიორგი მამარდაშვილი, რუბენ ბარახა
Aa
Aa

„მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა“ | ბარახა მამარდაშვილს აქებს

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. „ღამურების“ თავკაცმა განაცხადა, რომ „მამარდა“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და არავინ იცის, მისი ჭერი რა არის.

„არის თუ არა მამარდაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე? ახალგაზრდული ასაკიდან, კარიერიდან, ჩატარებული შეხვედრებიდან და მაღალი დონიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ასეა. ამას სტატისტიკაც ადასტურებს და არ ვიცით, მისი ჭერი რა არის. გიორგი ზრდის უწყვეტი პროცესის შედეგია და ბედნიერი ვარ, რომ ჩემს გუნდში ასეთი დონის მეკარე თამაშობს.

მამარდაშვილი და რომან იარემჩუკი ევროპის ჩემპიონატზე? იმედი მაქვს, ევრო 2024-ზე გასვლა მათზე დადებითად იმოქმედებს. მამარდაშვილის შემთხვევაში, ისტორიული მოვლენა იყო მისი ქვეყნისთვის და ასევე, პირადად გიორგისთვის, რადგან მატჩის ერთ-ერთი გმირი სწორედ ის გახლდათ“.

შეგახსენებთ, რომ 28 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ 40 ქულა აქვს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციას იკავებს. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 30 მარტს გამართავენ და „მესტალიაზე“ „მალიორკას“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა - ატალანტასთან თამაში საეჭვოა
ხვიჩას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა - ატალანტასთან თამაში საეჭვოა