ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

MARCA: “მამარდა ევრო 2024-ზე? ვალენსიასთვის კარგი შანსია“

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილმა საბერძნეთის წინააღმდეგ დამაჯერებლად ითამაშა და მეტიც, პენალტების სერიაში ბაკასეტასს თერთმეტმეტრიანი აუღო.

ესპანური გამოცემა MARCA ქართველ მეკარეზე წერს და აღნიშნავს, რომ პენალტების მოგერიებაში საკმაოდ დაიხვეწა.

MARCA:

„გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ერთ-ერთი ეროვნული გმირი გახდა. მან საკუთარი ქვეყანა ისტორიაში პირველად გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე. „ვალენსიას“ მეკარე მატჩში საკვანძო ფეხბურთელი გახდა, როდესაც ბაკასეტასს პენალტი აუღო.

ეს უკვე მესამე თერთმეტმეტრიანია, რომელიც მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში მოიგერია და ზოგადად, ამ კომპონენტში მნიშვნელოვნად დაიხვეწა. ლა ლიგაში გიორგიმ კიკე გარსიას(„ალავესი“) და ბაენას(„ვილიარეალი“) პენალტები მოიგერია, მაგრამ საბერძნეთთან მისი აღებული პენალტი არასდროს დაავიწყდება.

ესპანეთში მოთამაშე კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ასევე მთავარი როლი შეასრულა. „ლევანტეს“ ნახევარმცველმა 120 წუთი ითამაშა და პირველი თერთმეტმეტრიანი სწორედ მან იდეალურად შეასრულა. საქართველოსთვის ეს გამარჯვება ნამდვილად ეპიკური იყო.

მამარდაშვილის ევროპის ჩემპიონატზე თამაში „ვალენსიასთვის“ შესანიშნავი ამბავია, რადგან არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ქართველი მეკარის სატრანსფერო ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება და „ღამურები“ მისი გაყიდვით უფრო მეტ ფულს მიიღებენ. ამ მომენტისთვის, Transfermarkt-ის მიხედვით, მამარდას ოფიციალური ღირებულება 35 მილიონი ევროა.“

როგორც მოგეხსენებათ, „ვალენსიას“ დიდი ხანია ფინანსური კრიზისი აქვს და მნიშვნელოვან ფეხბურთელებს ყოველწლიურად ემშვიდობება. წამსვლელთა სიაშია მამარდაშვილიც, რომლის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს, მათ შორის „ჩელსი“, „ტოტენჰემი“ და მადრიდის „ატლეტიკო“.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, „ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან მოხვდნენ. სანიოლის გაწვრთნილი გუნდი პირველ მატჩს 18 ივნისს, „დორტმუნდში“, „სიგნალ იდუნა პარკზე“ თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.

საქართველო - საბერძნეთ(პენალტების სერია)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს დღე თითოეული ქართველის გულში სამუდამოდ დარჩება“ - გიორგი ჩაკვეტაძე
„ეს დღე თითოეული ქართველის გულში სამუდამოდ დარჩება“ - გიორგი ჩაკვეტაძე