დიმიტრიოს პელკასი
Aa
Aa

„ძალიან დამწუხრებული ვართ“ | საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელი

საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელმა, დიმიტრიოს პელკასმა საქართველოსთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა პენალტების სერიაში წააგო. პელკასის თქმით, ბერძენმა მოთამაშეებმა მაქსიმუმი გააკეთეს და ახლა თავის ჩაღუნვის დრო არაა.

„ძალიან დამწუხრებული ვართ. საკმარისად ვცადეთ, რათა სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია, მაგრამ ეს არ გამოგვივიდა. თავები უნდა ავწიოთ და მომავალი ამ ნაკრებზე დავაშენოთ. უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ და ახლა გრძელი განცხადებების დრო არაა.

ბოლო წლებში, თითოეულმა ჩვენგანმა უდიდესი სამუშაო გასწია. დროის გასვლაა საჭირო და მოდით, ძლიერები ვიყოთ. მომავალი ამ ეროვნულ ნაკრებზე უნდა დავაშენოთ“.

ცნობისთვის, მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლის გარეშე დასრულდა და „ჯვაროსნებმა" ევრო 2024-ის საგზური პენალტების სერიაში მოიპოვეს, რომელიც 4:2 მოიგეს. ჩვენი ეროვნული გუნდი, ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან.

პენალტების სერია

გიორგი ქოჩორაშვილი - 1:0

ანასტასიოს ბაკასეტასი - გააფუჭა

ზურიკო დავითაშვილი - 2:0

გერგიოს მასურასი - 2:1

გიორგი მიქაუტაძე - გააფუჭა.

ანდრეას ბუხალაკისი - 2:2.

ლაშა დვალი - 3:2

გეორგიოს გაკუმაკისი - გააფუჭა

ნიკა კვეკვესკირი - 4:2.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„განადგურებული ვართ, საქართველოს მოგებას ვულოცავ“ | გუსტავო პოიეტი
„განადგურებული ვართ, საქართველოს მოგებას ვულოცავ“ | გუსტავო პოიეტი