“ტრიუმფი პენალტების სერიაში“ - UEFA საქართველოს ნაკრებზე
Aa
Aa

“ტრიუმფი პენალტების სერიაში“ - UEFA საქართველოს ნაკრებზე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა!! „ჯვაროსნები“ ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ.

მატჩი საოცრად დაძაბულად წარიმართა და 120 წუთის განმავლობაში ტაბლოზე ნულოვანი ფრე ფიქსირდებოდა. გამარჯვებულის ბედი კი პენალტების სერიაში გამოვლინდა. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, UEFA-ს ოფიციალურმა გვერდმა საქართველოს წარმატების შესახებ დაწერა:

UEFA:

„საქართველომ დიდ ტურნირზე პირველად დაიკავა თავისი ადგილი. ტრიუმფი პენალტების სერიაში, საქართველო F ჯგუფში ითამაშებს. დრამატული გამარჯვება პლეი-ოფში.“

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს დაუპირისპირდება.

პენალტების სერია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore, Whoscored - ცნობილია ქართველი ფეხბურთელების შეფასება
Sofascore, Whoscored - ცნობილია ქართველი ფეხბურთელების შეფასება