გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის სუპერმატჩი - ტენერიფემ დრამატულ ბრძოლაში გაიმარჯვა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ საკუთარ მოედანზე „გრან კანარიას“ დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში 1 ქულის სხვაობით, 93:92 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი „ტენერიფეს“ სასტარტო ხუთეულში იყო და ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. შერმადინმა მოედანზე 26 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 22 ქულა, 5 მოხსნა (1 შეტევაში), 3 შედეგიანი გადაცემა და 5 დაფარება მოაგროვა. ასევე, ბურთი ორჯერ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდა. შერმადინმა 9-დან 8 საჯარიმო და 7-დან 7 ოქრულიანი ჩააგდო.

ქართველ კალათბურთელზე კარგი შედეგი მისმა თანაგუნდელმა, კაილ გაიმ დააფიქსირა, რომელმაც 2-ით მეტი, 24 ქულა ჩააგდო, თუმცა, მარგი ქმედების კოეფიციენტით, შერმადინი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

26 ტურის შემდეგ, „ლენოვო ტენერიფე“ სატურნირო ცხრილში 16 მოგებითა და 10 მარცხით მე-5 ადგილზე იმყოფება. შერმადინის გუნდი მომდევნო შეხვედრას 30 მარტს, სტუმრად „პალენსიას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები