ზაზა ჯანაშია, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, გიორგი დემეტრაძე
Aa
Aa

საუკუნის მატჩი იქნება, რომელიც უნდა მოვიგოთ - დემეტრაძისა და ჯანაშიას შეფასებები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე რუსულ Championat.com-ს საქართველო-საბერძნეთის მოახლოებულ შეხვედრაზე ესაუბრა.

„საბერძნეთთან მატჩი ისტორიულია. 1981 წლის ფინალის შემდეგ ჩვენი ფეხბურთისთვის ეს მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ის იყო გუნდი და არა ეროვნული ნაკრები. ეს საუკუნის მატჩი იქნება, რომელიც უნდა მოვიგოთ. საშინაო კედლები დაგვეხმარება. ნახევარი მილიონი ადამიანი ბილეთის რიგში იყო, მაგრამ სამწუხაროდ ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. ასეთი რამ საქართველოში არასდროს მომხდარა.

ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, რომელიც ფინალში გავიდა. ნახევარფინალში ლუქსემბურგს 2:0 მოვუგეთ. საბერძნეთის ნაკრების თამაში ვნახე, კარგი გუნდი ჰყავთ, მათ დაცვას გამოვარჩევ, თუმცა ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ქომაგი მე-12 მოთამაშეა. ჩემი აზრით, მოგების მეტი შანსი ჩვენ გვაქვს, რადგან სახლში ვთამაშობთ’’.

აღნიშნულ გამოცემას საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი ზაზა ჯანაშიაც ესაუბრა: „კარგი ფეხბურთელები გვყავს. ვფიქრობ, შეგვიძლია გამარჯვება. საქართველომ იცის, როგორ იბრძოლოს, ეს ჩვენს სისხლშია. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად დასრულდება, ბოლომდე ვიბრძოლებთ''.

ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის ფლეი-ოფის ფინალში საქართველო-საბერძნეთის დაპირისპირება 26 მარტს „დინამო არენაზე'' გაიმართება, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები