კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპე: ევროპის ჩემპიონატამდე შეიტყობთ, თუ სად გავაგრძელებ კარიერას

2024 წლის ზაფხულის მთავარი ტრანსფერი დიდი ალბათობით კილიან მბაპეს პსჟ-დან წასვლა იქნება. ფრანგ ფორვარდს მადრიდის „რეალში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, რისი შანსიც საკმაოდ დიდია.

კილიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისი მომავალი გუნდის შესახებ საფეხბურთო სამყარო ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე შეიტყობს.

„ახლა სეზონის ბოლო ეტაპია და რამდენიმე მნიშვნელოვანი ტიტულის ბედი წყდება. ამჟამად ჩემი გადაწყვეტილების შესახებ განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ. ამას ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გავაკეთებ.

სანამ ევრო 2024 დაიწყება, იქამდე ჩემი კარიერის შესახებ სიახლეს შეიტყობთ. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და მინდა, რომ კონტინენტის პირველობას საუკეთესო ფორმაში შევხვდე“.

- განაცხადა კილიან მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ კილიანს პარიზელებთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება.

ვინისიუსი მბაპეს ტრანსფერს შეეწირება?

მბაპეს ტრანსფერთან მიმართებით ვინისიუსის გუნდიდან წასვლის შესახებ ესპანური პრესა ადრეც წერდა. ამჯერად კი ინფორმაციას El Nacional-ი ავრცელებს.

წყარო წერს, რომ კლუბში ბრაზილიელის დისციპლინითა და მოედანზე ქმედებებით უკმაყოფილოა. ვინისიუსს გაფრთხილებაც მისცეს, რადგან მიმდინარე სეზონში ზედმეტად ბევრ ყვითელ ბარათს იღებს და მოედანზე გამომწვევად იქცევა.

ესპანურ პრესაში ისიც იწერება, რომ „რეალი“ საბაბს ეძებს, რათა ვინისიუსის გაყიდვა მოახერხოს. ყველაფერი უახლოეს 2 თვეში გადაწყდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანდრონოვი: ერთი ნაბიჯი დარჩა - საქართველოს გაუმარჯოს
ანდრონოვი: ერთი ნაბიჯი დარჩა - საქართველოს გაუმარჯოს