ფერნანდუ სანტუში, გუსტავო პოიეტი, ოტო რეჰაგელი
Aa
Aa

ბერძნებს ისტორიის გამეორების სჯერათ - რა პლუსი აქვს პოიეტს

საქართველოს ნაკრებთან გასამართი უეფას ერთა ლიგის პლეი ოფის ფინალის წინ, საბერძნეთის ეროვნული გუნდის ურუგვაელი მთავარი მწვრთნელი გუსტავო პოიეტი თავის სამშობლოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სწორედ ერთ-ერთი ურუგვაული გამოცემის ჟურნალისტი დაუკავშირდა მას და პრინციპული თამაშის წინ, მცირე ინტერვიუ ჩამოართვა

რა თქვა პოიეტმა

 

აქ ყველა იმაზე საუბრობს, რომ საბერძნეთის ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფიდან ზუსტად 20 წელი სრულდება და მრგვალი თარიღის გათვალისწინებით, გარკვეული წარმატების მიღწევა აუცილებელია. კონტრაქტი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან ზუსტად ერთ კვირაში მისრულდება, თუმცა თუ კონტინენტის პირველობის საგზურს მოვიპოვებთ, რა თქმა უნდა, თანამდებობაზე სიამოვნებით დავრჩები.

 ისტორიას თუ გადავხედავთ, დიდ საერთაშორისო ტურნირებზე საბერძნეთის ნაკრები მხოლოდ მაშინ გადის, როდესაც სათავეში უცხოელი მწვრთნელი უდგას. 2004 წლის კონტინენტის პირველობაზე ელადელები გერმანელმა ოტო რეჰაგელმა, თორმეტი წლის შემდეგ ევრო 2012-ზე კი, პორტუგალიელმა ფერნანდუ სანტუშმა გაიყვანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესანიშნავი ფეხბურთელი უბრუნდებათ“ | ბერძენთა თავკაცმა საქართველოზე ისაუბრა
„შესანიშნავი ფეხბურთელი უბრუნდებათ“ | ბერძენთა თავკაცმა საქართველოზე ისაუბრა