ალექსეი ანდრონოვი
Aa
Aa

ანდრონოვი: ერთი ნაბიჯი დარჩა - საქართველოს გაუმარჯოს

ცნობილი რუსი კომენტატორი და ჟურნალისტი ალექსეი ანდრონოვი, რომელიც საქართველოს მიმართ დადებითი განცხადებებითა და მხარდაჭერით ყოველთვის გამოირჩეოდა, ლუქსემბურგთან გამარჯვების შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„საქართველომ დისკვალიფიცირებული ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ლუქსემბურგს 2:0 მოუგო. ევროპის ჩემპიონატისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი. დარჩა კიდევ ერთი... საქართველოს გაუმარჯოს!!!

დღეს სამი ძმიდან უფროსმა რეზი არველაძემ დამირეკა და მთხოვა, რომ მისგან შოთასგან და არჩილისგან ვასილი უტკინის ოჯახისთვის მათი დიდი სამძიმარი გადაცემა. მის კოლეგებსა და მეგობრებს. ისინი მწუხარებას გამოთქვამენ. და აი გადავცემ...“

- წერს ანდრონოვი.

ანდრონოვი ვასილი უტკინის მსგავსად ობიექტურობითა და საქართველოს მიმართ ყოველთვის სამართლიანი, მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. თბილისშიც არაერთხელ არის ნამყოფი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საბერძნეთის ფინალური მატჩი 26 მარტს 21:00 საათზე გაიმართება. ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან (12:00) დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დავმარცხდით გუნდთან, რომელიც ჩვენზე უკეთესი არაა - ლუქსემბურგელთა შეფასებები
დავმარცხდით გუნდთან, რომელიც ჩვენზე უკეთესი არაა - ლუქსემბურგელთა შეფასებები