ნიკოლოზ ჭიკაიძე, აივეგო რიკაძე
Aa
Aa

მოჭიდავეების 8 ოქრო ტალინში

ესტონეთში გამართული კრისტიან პალუსალუს სახელობის ტრადიციული მემორიალური ტურნირი ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული გამოდგა. თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა შეჯიბრებაზე გამოსვლა 8 ოქროს, 5 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში უმაღლესი სინჯის მედალი 61, 65, 74, 79 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში შესაბამისად, აკოფ პოღოსიანმა, ნიკა ზაქაშვილმა, ლუკა ჩხიტუნიძემ, გიორგი ნათობიძემ და გიორგი რომელაშვილმა მოიპოვეს. დიეგო მახარაძე (74 კგ) და მამუკა კორძაია (125) ვერცხლის, დავით ქობულაძე (65 კგ) და დავით კოღუაშვილი (86 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ნიკოლოზ ჭიკაიძე (77 კგ), აივენგო რიკაძე (87 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ) ავიდნენ. ვერცხლის მედლის მფლობელი რამაზ სილაგავა (60 კგ), გიორგი შოთაძე (67 კგ) და ბექა გურული (82 კგ) გახდა. ქერიმ მაჩალიკაშვილი (63 კგ) და ნიკა ყორშია (72 კგ) ბრინჯაოს პრიზიორობას დასჯერდნენ.

ესტონეთის საერთაშორისო ტურნირს სხვა მსაჯებთან ერთად, ქართველი უმაღლესი კატეგორიის არბიტრი მალხაზ ჯორბენაძე ემსახურებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები