ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

„რთულ თამაშს ველოდებით“ | რა თქვა კიტემ ლუქსემბურგთან მატჩზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ლუქსემბურგთან მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ფრანგ სპეციალისტს ოთარ კიტეიშვილი ახლდა და 27 წლის ნახევარმცველმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალზე ისაუბრა.

„ნაკრებში ერთმანეთის ნახვა ყველას ძალიან გვიხარია. ყველა მოუთმენლად ველოდებოდით ამ თამაშებს. ეს ყველა ფეხბურთელისთვის კარიერის ამ ეტაპზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თამაშია. შემართება ამაღლებულია და ნაკრებში ამის პრობლემა არასდროს იყო. ახლა, ამ ეტაპზე განწყობა გაასმაგებულია და ყველა ერთად ვაპირებთ, რომ ჩვენი ოცნება ავიხდინოთ.

ლუქსემბურგის ნაკრები ბოლო პერიოდში თავს კარგად წარმოაჩენს და რთულ თამაშს ველოდებით. რამდენიმე დღეა რაც შევიკრიბეთ და საბოლოო დაორგანიზება ხვალ მოხდება. ფეხბურთელები მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ საკუთარი თავების საუკეთესო ვერსია წარმოვადგინოთ.

მ თამაშს ყველა ველოდებოდით და კარგად ჩანს, თუ როგორ აერთიანებს ფეხბურთი მოსახლეობას. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, იმედი მაქვს მიზანს ყველა ერთად მივაღწევთ. ასევე, მადლობა სხვა სპორტის წარმომადგენლებსაც, მათი მხარდაჭერაც გვახარებს. იმედი მაქვს ეს ერთიანობა საბოლოო წარმატებამდე მიგვიყვანს. ამ პასუხისმგებლობას ყველანი ვგრძნობთ. ფეხბურთს წნეხი ყოველთვის ახლავს და ფეხბურთელს ყველაფერი გაანალიზებული აქვს. როდესაც თამაში ახლოვდება, წნეხი შედარებით იმატებს. ყველა ვემზადებით როგორც სპორტულად, ისე ფსიქოლოგიურად და მჯერა, რომ ყველა ფეხბურთელი 100%-ით მზად არის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წნეხი დავძლიოთ და საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ

ჯაბა კანკავას დაბრუნება? ჯაბას დაბრუნება განსაკუთრებულია ჩვენთვის, როგორც ფეხბურთელებისთვის. ჯაბა ყოველთვის იყო როგორც ფეხბურთელი და პიროვნება, მისაბაძი, თავისი სათამაშო ჟინითაც. ჯაბა მნიშვნელოვანი ძალაა და დარწმუნებული ვარ ამას ყველა ფეხბურთელი გრძნობს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების დაპირისპირება ხვალ, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი საბერძნეთს ან ყაზახეთს დაუპირისპირდება. ფინალი 26 მარტსაა ჩანიშნული და სავარაუდო მეტოქის ვინაობა ლუქსემბურგთან მატჩის დასრულებამდე რამდენიმე საათის შემდეგ გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევროპის ჩემპიონატი საქართველოსთვის ბევრ რამეს შეცვლის“ - ანდრეი დემჩენკო
„ევროპის ჩემპიონატი საქართველოსთვის ბევრ რამეს შეცვლის“ - ანდრეი დემჩენკო