გოგა ბითაძე, პაოლო ბანკერო, ჯეილენ საგსი, კოულ ენტონი, ბრენდონ მილერი
Aa
Aa

გოგას ჩატენვა და მოხსნები შეტევაში | ორლანდომ ჰორნეთსს შანსი არ დაუტოვა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო. „ტორონტო რეპტორსის“ დამარცხების შემდეგ, ფლორიდელები საკუთარ კედლებში აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერს, „შარლოტ ჰორნეთსს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე გაანადგურეს.

„ორლანდომ“ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. „მეჯიქმა“ საწყისი პერიოდი 27:17 მოიგო, მეორე მეოთხედში კი მეტოქეზე 25-ით მეტი ქულა ჩააგდო - 40:15. „ჰორნეთსის“ მაქსიმუმი ჩამორჩენის 20 ქულამდე დაყვანა აღმოჩნდა - 92:112.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 9 წუთი და 1 წამი გაატარა. მცირე დროის მიუხედავად, გოგა პროდუქტიული იყო და მატჩი 6 ქულით, 3 მოხსნით (სამივე მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით დაასრულა. ბითაძემ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 1 სამიანი გააფუჭა. გოგამ ჩატენვა და ე.წ No Look პასი შემოგვთავაზა.

„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო კოულ ენტონი იყო - 21 ქულა, 6 მოხსნა. ჯეილენ საგსმა 16 ქულა დააგროვა. პაოლო ბანკერომ - 13. „ჰორნეთსის“ მხრიდან 21 ქულით ბრენდონ მილერი გამოირჩა. ვასილიე მიჩიჩმა 10-დან 8 ბურთი ჩააგდო და 20 ქულა მიითვალა.

„ორლანდოს“ 41 მოგება და 28 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 გახლავთ. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 22 მარტს გამართავს და „ნიუ ორლეან პელიკანსს“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას არ ვიცნობდი, რასაც აკეთებს შთამბეჭდავია - ჟორჟინიომ KO-ს დუეტზე ისაუბრა
კვარას არ ვიცნობდი, რასაც აკეთებს შთამბეჭდავია - ჟორჟინიომ KO-ს დუეტზე ისაუბრა