გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის ნული ქულა და მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ლენოვო „ტენერიფე“ „პერისტერის“ ესტუმრა და 82:90 დამარცხდა.

თავდაპირველად გიორგი შერმადინი სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა და აღსანიშნავია, რომ მას საკმაოდ ცოტა სათამაშო დრო მიეცა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 12 წუთი და 40 წამი დაყო. გასაკვირია, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში, ვეტერანმა ცენტრმა ვერანაირი სტატისტიკა ვერ დააფიქსირა. მის ანგარიშზე 0 ქულა, 0 მოხსნა და 0 შედეგიანი გადაცემა იყო.

მიუხედავად ამ წაგებისა, „ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან მაინც პირველი ადგილით გავიდა და უახლოეს მდევარს „პერისტერის“ 1 ქულით აჯობა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელი ლიგა ენდესას 25-ე ტურის MVP გახდა. ეს კი მის კარიერაში მეოცედ მოხდა, რითიც შერმადინმა ისტორია დაწერა. გიორგიმ არვიდას საბონისისა და ლუ როს(19-19-ჯერ ჰქონდათ მოგებული) მიღწევა გააუმჯობესა და ერთადერთი კალათბურთელია, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო 20-ჯერ დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძვირფასო ქართველებო, არ დაგავიწყდეთ ყიფიანის ღიმილი -  რა თქვა უტკინმა საქართველოზე
ძვირფასო ქართველებო, არ დაგავიწყდეთ ყიფიანის ღიმილი - რა თქვა უტკინმა საქართველოზე