მადრიდის რეალი, ტიბო კურტუა
Aa
Aa

ვარჯიში თვალცრემლიანმა დატოვა - კურტუამ ისევ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა

მადრიდის „რეალში“ მორიგი არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. ტიბო კურტუამ დღევანდელი ვარჯიში თვალცრემლიანმა დატოვა.

ბელგიელმა მეკარემ მეორე მუხლზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და მისთვის სეზონი ოფიციალურად დასრულებულია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, კურტუამ ზუსტად იდენტური დაზიანება მიიღო და ამის გამო რამდენიმე თვე გამოტოვა.

ტიბო სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და ვარჯიში განაახლა. მადრიდში ვარაუდობდნენ, რომ ის „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ თამაშს შეძლებდა და ამის იმედი გულშემატკივრებსაც ჰქონდათ, თუმცა ასე არ მოხდა.

ასევე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში „სამეფო კლუბში“ გრძელვადიანი ტრავმები გახშირებულია. მსგავსი დაზიანებები ედერ მილიტაომ და დავიდ ალაბამ მიიღეს, რომლებიც დღემდე ვერ ეხმარებიან გუნდს.

შეგახსენებთ, „სამეფო კლუბი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა მადრიდში 9 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შენ უბრალოდ შავკანიანი ხარ“ - ჟესუსის აჩერბისთან ინციდენტს იხსენებს
„შენ უბრალოდ შავკანიანი ხარ“ - ჟესუსის აჩერბისთან ინციდენტს იხსენებს