კრიშტიანუ რონალდუ, ჟოაუ კანსელუ
Aa
Aa

კანსელუ: “ეროვნული ნაკრები რონალდუზე დამოკიდებული არ უნდა იყოს“

პორტუგალიის ნაკრები უახლოეს მომავალში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 2016 წლის ევროპის ჩემპიონები ჯერ შვედეთს უმასპინძლებენ, ხოლო შემდეგ სტუმრად სლოვენიას დაუპირისპირდებიან.

მოახლოებული მატჩების წინ, ჟოაო კანსელუმ პორტუგალიურ მედიასთან კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებით ისაუბრა.

რა თქვა კანსელუმ?

„ის დიდებული და მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელმაც ლეო მესისთან ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში 15 წელი გაატარა, მაგრამ ფეხბურთელის კარიერის პიკი 25-დან 32-წლამდეა. კრიშტიანუ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ეროვნული ნაკრები მთლიანად მასზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.“

შეგახსენებთ, რომ კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე „ალ ნასრის“ სუპერ ვარსკვლავს პრობლემები შეექმნა.

იმ დღეს, როდესაც პორტუგალიის ნაკრები შეიკრიბა, კრიშტიანუს ბრუნო ფერნანდეში არ მიესალმა და ეს კადრები სპორტულ მედიაში გავრცელდა. გაჩნდა საუბრები, რომ 39 წლის თავდამსხმელს თანაგუნდელებთან პრობლემები აქვს.

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ფერნანდუ სანტუშმა გარკვეულ მატჩებში და მათ შორის მაროკოსთან კრიშტიანუ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა. საბოლოოდ, სანტუში გუნდიდან წავიდა და დღეს „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი კვლავ პორტუგალიის ნაკრების შეუცვლელი წევრია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ტრავმის რისკი არსებობს“ - ენრიკე მბაპეს შემცირებულ სათამაშო წუთებზე
“ტრავმის რისკი არსებობს“ - ენრიკე მბაპეს შემცირებულ სათამაშო წუთებზე