ვიქტორ ოსიმენი, ლუჩიანო მოჯი
Aa
Aa

„ოსიმენი დიდი ხანია ნაპოლის ფეხბურთელი აღარაა“ | ლუჩანო მოჯი პარტენოპეიზე

ტურინის „იუვენტუსის’’ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ლუჩანო მოჯიმ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიზე“ ისაუბრა. მოჯი „ინტერთან“ გამართულ მატჩს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენი დიდი ხანია, ნეაპოლიდან წასულია.

„ნაპოლისა და ინტერის მატჩი საშუალო დონის შეხვედრა იყო, რომელშიც მაქსიმუმი არც ერთ გუნდს უჩვენებია. 80 წუთის განმავლობაში, პარტენოპეის პრობლემები ჰქონდა, შემდეგ კი გოლი კუთხურიდან გაიტანა, მაგრამ ნერაძურისთან აღებული ქულა მათ თვითრწმენაზე დადებითად იმოქმედებს. ახლა ფრანჩესკო კალცონას მთავარი პრობლემა სანაკრებო პაუზა და ეროვნულ გუნდებში სათამაშოდ წასული ფეხბურთელების არყოლაა.

ვიქტორ ოსიმენი? ის არის ფეხბურთელი, რომელიც, როგორც გონებით, ისე ფეხებით, ნეაპოლიდან წასულია. პრემიერ ლიგის კლუბებსა და რეალს მისი გაფორმება ზაფხულში შეეძლებათ და ჩემი აზრით, მისი ტრანსფერის თაობაზე რეალური წინადადება რომ ყოფილიყო, ახლა გუნდში არ იქნებოდა.

ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის ძალიან მცირე შანსი აქვს. გამიხარდება თუ ეს გამოუვათ, მაგრამ მეტოქეებისა და მათ მიერ ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე, მიზნის მიღწევა გაუჭირდებათ. ერთადერთი ვარიანტი ისაა, ლიგაზე მეხუთე პოზიციიდან გავიდნენ, რაც იმ შემთხვევაში მოხდება თუ იტალია დამატებით ადგილს მიიღებს“.

ცნობისთვის, 29 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება. ფრანჩესკო კალცონას გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ გამართავს. 30 მარტს „ნაპოლი„ საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრემიერ-მინისტრმა ილია თოფურიას უმასპინძლა
პრემიერ-მინისტრმა ილია თოფურიას უმასპინძლა