კილიან მბაპე, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

El Nacional: რეალმა შესაძლოა ვინისიუსი გაყიდოს - მიზეზი მბაპეა

„რეალი“ ზაფხულში მბაპეს ტრანსფერისთვის ემზადება. მოსალოდნელია, რომ მადრიდელთა შემტევი ხაზიდან ვიღაცას გუნდის დატოვება მოუწევს და შესაძლოა ეს ვიღაც ვინისიუსი იყოს.

მბაპეს ტრანსფერთან მიმართებით ვინისიუსის გუნდიდან წასვლის შესახებ ესპანური პრესა ადრეც წერდა. ამჯერად კი ინფორმაციას El Nacional-ი ავრცელებს.

წყარო წერს, რომ კლუბში ბრაზილიელის დისციპლინითა და მოედანზე ქმედებებით უკმაყოფილოა. ვინისიუსს გაფრთხილებაც მისცეს, რადგან მიმდინარე სეზონში ზედმეტად ბევრ ყვითელ ბარათს იღებს და მოედანზე გამომწვევად იქცევა.

ვინის ჯამში 45 ყვითელი აქვს მიღებული, აქედან 45% არასპორტული ქმედებებისთვის დაიმსახურა.

კლუბში იმედი აქვთ, რომ ბრაზილიელი გამოსწორდება და პრობლემებს ხელოვნურად აღარ შექმნის.

მბაპე და ვინისიუსი - ერთად რამდენად შესაძლებელია?

მოედანზე ფრანგი ფორვარდის საყვარელი პოზიცია მარცხენა ფლანგია. ყველას კარგად ახსოვს ცნობილი ისტორია, როცა პსჟ-ში კილიანმა ნეიმარი მარცხნიდან ცენტრში გადაწია, რათა ფლანგზე თავად ეთამაშა.

მბაპეს საფრანგეთის ნაკრებშიც საჯაროდ აქვს დაფიქსირებული, რომ მას თამაში მხოლოდ მარცხენა ფორვარდად სურს. აშკარაა, რომ გუნდში დარჩენის შემთხვევაში ვინისიუსს პოზიციის შეცვლა მოუწევს.

ესპანურ პრესაში ისიც იწერება, რომ „რეალი“ საბაბს ეძებს, რათა ვინისიუსის გაყიდვა მოახერხოს. ყველაფერი უახლოეს 2 თვეში გადაწყდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრემიერ-მინისტრმა ილია თოფურიას უმასპინძლა
პრემიერ-მინისტრმა ილია თოფურიას უმასპინძლა