დაჩი დოლიძე, ანდრეა ქელეხაშვილი, მარიამ პატარიძე
Aa
Aa

ქართველი ტანმოვარჯიშეების 8 მედალი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ სპორტული ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა ქართველმა სპორტსმენებმა რვა სხვადასხვა სინჯის მედლით დაასრულეს. პრესტიჟულ ტურნირში ჩვენი ქვეყნის დელეგაციის ოთხმა წევრმა სხვადასხვა დისციპლინაში იასპარეზა.

 რვიდან ექვსი მედალი ანდრეა ქელეხსაშვილის ანგარიშზეა, რომლისთვისაც ეს პირველი საერთაშორისო ტურნირი იყო. ქელეხსაშვილმა ასპარეზობა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაამთავრა და მრავალჭიდში აბსოლუტური ჩემპიონობა მოიგო. ასევე პირველად გამოდიოდა მსგავსი დონის შეჯიბრებაში მარიამ პატარიძე, რომელიც დვირზე ვარჯიშში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. დაჩი დოლიძემ კი ჩემპიონის ტიტული ტაიჭზე ვარჯიშში მოიპოვა.

უახლოეს მომავალში ქართველი ტანმოვარჯიშეები კიდევ რამდენიმე A კლასის ტურნირზე გამოვლენ და ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული მედლები! - ტანვარჯიშის ნაკრების დიდი წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე
ისტორიული მედლები! - ტანვარჯიშის ნაკრების დიდი წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე