გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

ორმაგი დუბლი და MVP - შერმადინის სუპერ მატჩი ლიგა ენდესაში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ლენოვო „ტენერიფე“ „მორაბანკ ანდორას“ ესტუმრა. აღნიშნული მატჩი გიორგი შერმადინის ბენეფისად იქცა, რომელიც შეხვედრის MVP გახდა. სტუმრებმა კი 79:66 გაიმარჯვეს.

ქართველი კალათბურთელი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და პარკეტზე 28 წუთი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში, ვეტერანმა ცენტრმა 23 ქულა, 10 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

შერმადინმა თერთმეტი 2-ქულიანი ისროლა და აქედან ზუსტი 9 აღმოჩნდა. გიორგიმ 5 საჯარიმო ტყორცნიდან ხუთივე გამოიყენა.

10 მოხსნიდან 7 საკუთარ ფარზე იყო, სამი კი მეტოქის. აღსანიშნავია, რომ შერმადინმა მატჩში მხოლოდ ერთი პერსონალური ფოლი მიიღო.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, „ტენერიფე“ სატურნირო ცხრილში 30 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ვიდორეტას გუნდი „გრან კანარიას“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“2024 წელს ყველაზე პრინციპული დაპირისპირებაა“ - შარიქაძე პორტუგალიასთან მატჩზე
“2024 წელს ყველაზე პრინციპული დაპირისპირებაა“ - შარიქაძე პორტუგალიასთან მატჩზე