ბარსელონა, ატლეტიკო
Aa
Aa

ფელიქსი: “მადრიდში ჩემთვის საშინელი გარემო იქნება“

ლა ლიგის მორიგ ტურში „ბარსელონა“ მადრიდის „ატლეტიკოს“ ესტუმრება. მატჩის წინ, კატალონიელთა შემტევმა ჟოაუ ფელიქსმა კომენტარი გააკეთა.

ფელიქსი:

„ვიაზრებ, რომ მადრიდში ჩემი გუნდისთვის საშინელი გარემო იქნება. ჩემთვის კი გაცილებით უარესი, მაგრამ მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც ასეთ რაღაცებს ეჩვევა. ასეთი გარემო უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს. მომწონს პიკანტური თამაშები. მაქსიმალურად ვეცდები, რომ „ბარსელონამ“ წარმატებას მიაღწიოს.“

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი „როხიბლანკოს“ საკუთრებაშია და „ბლაუგრანაში“ 1-წლიანი იჯარის წესით იმყოფება.

ცნობისთვის, სატურნირო ცხრილში „ბარსელონა“ 61 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. „ატლეტიკო“ კი 55 ქულით მეოთხეზე. აღსანიშნავია, რომ „როხიბლანკოზე“ 2 ქულით ნაკლები აქვს ბილბაოს „ატლეტიკს“ და მადრიდული კლუბის წარუმატებლობის შემთხვევაში, ბასკურ გუნდს ოთხეულში დაწინაურების შესანიშნავი შანსი აქვს.

ასევე გეტყვით, „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქეები პსჟ და „დორტმუნდი“ არიან. აღნიშნული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ჩავის და სიმეონეს გუნდები ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ლა ლიგის შეხვედრა კი 17 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მარადონას საკუთარ თავს ვერ შევადარებ“ - კვარაცხელია ზიდანსა და დიეგოზე საუბრობს
„მარადონას საკუთარ თავს ვერ შევადარებ“ - კვარაცხელია ზიდანსა და დიეგოზე საუბრობს