თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 10 ქულა | ვირტუს ბოლონია ევროლიგის ფავორიტთან დამარცხდა

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ ევროლიგის ფარგლებში, ზედიზედ მეორე დამარცხდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი საკუთარ კედლებში სატურნირო ცხრილის ლიდერს, „რეალს“ დაუპირისპირდა და მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო.

„სამეფო კლუბმა“ პირველი მეოთხედი 8 ქულით მოიგო, დიდ შესვენებაზე კი 13-ქულიან უპირატესობას ფლობდა. „ვირტუს ბოლონიამ“ ბოლომდე იბრძოლა და მეოთხე მეოთხედში ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა, თუმცა, ეს მისი მაქსიმუმი აღმოჩნდა და „რეალმა“ 89:74 მოიგო.

შენგელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 23 წუთი და 38 წამი გაატარა. ამ დროში, ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე 10 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში), 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა იყო. შენგელიამ 9-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და 3 სამიანი გააფუჭა.

ცნობისთვის, „ვირტუს ბოლონიას“ 17 მოგება და 12 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებს. იტალიელები მომდევნო შეხვედრას 17 მარტს გამართავენ და „პეზაროს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მარაბი ვინაა? მერაბი მქვია“ | დვალიშვილის პასუხი ომალის
„მარაბი ვინაა? მერაბი მქვია“ | დვალიშვილის პასუხი ომალის