ლუკა გუგეშაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

კიტეიშვილის ტაიმი - ლილმა შტურმი კონფერენს ლიგიდან გამოაგდო

კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ „ლილს“ ესტუმრა და ფრედ 1:1 ითამაშა. თუმცა ორი მატჩის ჯამში 1:4 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

ავსტრიელებს შინ უშანსოდ მარცხის შემდეგ, საფრანგეთში წარმატების მცირე შანსი ჰქონდათ და ამ შეხვედრაში მოულოდნელიც არაფერი მომხდარა.

რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილს, ქართველი ათიანი ტრადიციულად სასტარტოში იმყოფებოდა. განსაკუთრებულად გამოსარჩევი მომენტი არ ჰქონია, თუმცა ერთ ეპიზოდში გატანაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული დაფარეს.

პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. შესვენებაზე კრისტიან ილცერმა ორმაგი ცვლილება გააკეთა და კიტეიშვილი მოედნიდან გაიყვანა, თუმცა ამ ცვლილებებს შეხვედრაში ბევრი არაფერი შეუცვლია.

ევროპა ლიგაზე ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი" „ლევერკუზენთან" სენსაციის მოხდენასთან ახლოს იყო, თუმცა კაცნაკლულმა აზერბაიჯანელებმა 93-ე და 97-ე წუთებზე ორი ბურთი გაუშვეს და 2:3 დამარცხდნენ.

გუგეშაშვილი ამჯერადაც თადარიგში იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვალენსიას ერთ-ერთი სიმბოლო“ | Marca-ს სტატია მამარდაშვილზე
„ვალენსიას ერთ-ერთი სიმბოლო“ | Marca-ს სტატია მამარდაშვილზე