გიორგი ჩაკვეტაძე, ტომ კლევერლი
Aa
Aa

უოტფორდის თავკაცმა დაადასტურა | ჩაკვეს ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა

„უოტფორდის“ დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმაზე ისაუბრა. „კრაზანების“ თავკაცის სიტყვები ინგლისური კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა და კლევერლიმ „უოტფორდისა“ და ქართული ფეხბურთის ქომაგებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა.

„ჩაკვეტაძის ტრავმა ისეთი მძიმე არ აღმოჩნდა, როგორც ვშიშობდით, რომ იქნებოდა. ამ მომენტისთვის, კოჭი დალურჯებული აქვს და ტკივილი აწუხებს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გიორგი მალე დაგვიბრუნდება“.

ცნობისთვის, „ჩაკვემ“ ტრავმა „ქოვენთრისთან“ გამართულ შეხვედრაში მიიღო. გიორგი კარგ ფორმაში იმყოფება და „ქოვენთრისთან“ ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს, კოჭში ჩაარტყეს. ჩაკვეტაძე მოედანზე დაბრუნდა, თუმცა შესვენებაზე მისი შეცვლა გახდა საჭირო.

„უოტფორდი“ „ქოვენთრისთან“ 1:2 დამარცხდა და ბოლო 4 შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა აქვს აღებული. „კრაზანები“ ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის, ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციას იკავებენ და მომდევნო შეხვედრა 16 მარტს, „ბირმინგემის“ წინააღმდეგ ელით. Crystalsport-ის ცნობით, არის შანსი, „ჩაკვემ“ ეს მატჩი გამოტოვოს, შემდეგ კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება და ლუქსემბურგთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის მოემზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უმარი დიდ უპატივცემულობას იჩენს, ასე არ შეიძლება“ - მერაბ დვალიშვილი
„უმარი დიდ უპატივცემულობას იჩენს, ასე არ შეიძლება“ - მერაბ დვალიშვილი