მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„პენალტების მეფე“ | მეცის ფან-გვერდის სტატია გიორგი მიქაუტაძეზე

„მეცში“ დაბრუნების შემდეგ, გიორგი მიქაუტაძის შედეგიანი უყურადღებოდ არ დარჩენია ფრანგულ კლუბთან დაახლოებულ სააგენტო Socios-FCMetz-ს და ქართველი ფეხბურთელის შესახებ წერს, რომ 23 წლის შემტევი ლიგა 1-ის პენალტების მეფეა.

რა წერია სტატიაში:

ერთი შეხედვით, რაც არ უნდა მარტივი ჩანდეს, მატჩში პენალტის დარტყმის საკუთარ თავზე აღება და ამის გაბედვა მარტივი არასდროს არის. ამ დროს დიდ წნეხს იღებ და მეკარის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლასაც განიცდი, რასაც მანამდე ვარჯიშზე ვერ გამოცდი. ამის გამო, „მეცი“ ორჯერ დაისაჯა „ლილთან“ მატჩში.

მაგრამ მას შემდეგ, რაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდში გიორგი მიქაუტაძე დაბრუნდა, ბოლონის კლუბმა ამ კომპონენტში ნამდვილი ექსპერტი იპოვა. მეფე გიორგის პენალტებზე ეფექტურობა არ დაუკარგავს, იმის მიუხედავად, რომ „აიაქსში“ მწვრთნელების ნდობა დაკარგული ჰქონდა. „ნანტთან“, შემდეგ კი „კლერმონთან“ ქართველმა თავდამსხმელმა დიდი თავდაჯერებულობა გამოავლინა და მეკარესთან დუელში გაიმარჯვა, რითაც, თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

კარიერაში, მიქაუტაძემ 19 პენალტიდან 18 ზუსტად შეასრულა, მათ შორის 8 „მეცის“ მაისურით. ქართველმა თერთმეტმეტრიანი ბოლოს 2021 წლის 21 თებერვალს, „სერენის“ მაისურით გააფუჭა, მას შემდეგ კი ზედიზედ 16 პენალტის გატანა შეძლო.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე ამ დრომდე „აიაქსის“ საკუთრებაა და „მეცში“ იჯარის წესით, სეზონის ბოლომდე ითამაშებს, თუმცა, დიდი შანსია, რომ ფრანგულმა კლუბმა ქართველი შემტევი სეზონის დასრულების შემდეგ გამოისყიდოს.

23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში „მეცის“ მაისურით ლიგა 1-ში 11 მატჩი ჩაატარა, თავი კი 5 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მიქაუტაძემ ზედიზედ სამ შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა - „ლიონთან“, „ნანტთან“ და „კლერმონთან“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ცოტას და ცუდად მოძრაობდნენ“ | არიგო საკიმ კვარა და ოსიმენი გააკრიტიკა
„ცოტას და ცუდად მოძრაობდნენ“ | არიგო საკიმ კვარა და ოსიმენი გააკრიტიკა