გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 14 ქულა - ტენერიფეს დამაჯერებელი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლენოვო „ტენერიფემ“ „პინარ კარშიაქას“ უმასპინძლა და 88:79 დაამარცხა.

გიორგი შერმადინმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და ჯამში პარკეტზე 17 წუთი და 2 წამი დაყო.

ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველმა კალათბურთელმა 14 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. ვეტერანმა ცენტრმა 5-ჯერ ისროლა 2-ქულიანი და ზუსტი 4 აღმოჩნდა. შერმადინმა 7 საჯარიმო ტყორცნა განახორციელა და აქედან 6 ჩააგდო.

გიორგიმ 5 მოხსნიდან 3 საკუთარ ფარზე შეასრულა, ხოლო ორი მეტოქის. ასევე გეტყვით, რომ ქართველმა 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, ვიდორეტას გუნდი 9 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება და მეორე პოზიციაზე მყოფ „ჰაპოელს“ 1 ქულით უსწრებს. შემდეგ ტურში ესპანური კლუბი პერისტერის დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები