სანდრო მამუკელაშვილი, ჯეილენ გრინი, ჯერემი სოხანი, ტრე ჯონსი, ვიქტორ ვემბანიამა, ფრედ ვანვლიტი
Aa
Aa

მცირე დრო კარგად გამოიყენა | მამუს სან ანტონიო ჰიუსტონთან დამარცხდა

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ დასანანი მარცხი იწვნია და NBA-ის მიმდინარე რეგულარულში 52-ე შეხვედრა წააგო. „სან ანტონიო“, ტექსასურ დერბიში, „ჰიუსტონ როქეთსს“ დაუპირისპირდა და საკუთარ კედლებში გამართული მატჩი 101:103 დათმო.

საფინალო სირენამდე 2 წუთითა და 46 წამით ადრე, „სან ანტონიო“ 9 ქულით აგებდა, მაგრამ თამაშში დაბრუნდა და შეხვედრის დასრულებამდე 7 წამით ადრე, ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა. ამის შემდეგ, „სპურსი“ განზრახ დაჯარიმდა და „ჰიუსტონის“ უპირატესობა 3 ქულამდე გაიზარდა. მომდევნო შეტევაში „სან ანტონიოს“ სამქულიანით ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ „როქეთსმა“ ტაქტიკური ჯარიმა აიღო, საკუთარ ფარზე კარგად ითამაშა და მეტოქეს ოვერტაიმის შანსი არ დაუტოვა.

მამუკელაშვილმა პარკეტზე 11 წუთი და 11 წამი გაატარა და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. მცირე დროის მიუხედავად, „მამუმ“ 6 ქულას, 5 მოხსნას (4 მეტოქის ფარზე) და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. სანდრომ 3-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და მის პასივში მხოლოდ 2 პერსონალური ფოლი იყო.

„სან ანტონიოს“ მხრიდან ყველაზე მეტი, 24 ქულა ტრე ჯონსის ანგარიშზეა. ჯერემი სოხანმა 21 ქულა დააგროვა, ვიქტორ ვემბანიამამ მატჩი 13 ქულით, 10 მოხსნითა და 6 ასისტით დაასრულა. „ჰიუსტონის“ რიგებში საუკეთესო ფრედ ვანვლიტი იყო - 21 ქულა, 7 მოხსნა, 7 ასისტი. ჯეილენ გრინს 16 ქულა ჰქონდა, ჯაბარი სმიტ ჯუნიორს - 15.

ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ 14 მოგება და 52 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილზე იმყოფება. გრეგ პოპოვიჩის ბიჭები მომდევნო შეხვედრას 16 მარტს გამართავენ და „დენვერ ნაგეთსს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალცონა: “არ მესმის, რატომ არ ერევა VAR ასეთ დროს“
კალცონა: “არ მესმის, რატომ არ ერევა VAR ასეთ დროს“