ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

დე ლაურენტისი: “ხვიჩა კარგი იყო, მაგრამ ნაპოლი თავის წარმოჩენაში დაეხმარა“

რამდენიმე დღის წინ, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ კვარა „ნაპოლის“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ისეთი წინადადება შემოვა, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, „პარტენოპეის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გამოცემა Mediaset-თან კომენტარი გააკეთა.

დე ლაურენტისი:

„შეთავაზება, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება ჩემთან უნდა მოვიდეს და არა მასთან. ხვიჩას „ნაპოლისთან“ რამდენიმე წლიანი კონტრაქტი აქვს და მინდა ეს ხელშეკრულება გავაგრძელო. ზოგადად ვიცოდით, რომ კვარაცხელია კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მან თავი ნაპოლის წყალობითაც უკეთ წარმოაჩინა.“

შეგახსენებთ, რომ კვარას კონტრაქტის გახანგრძლივება იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი საკითხია.

ამ მომენტისთვის, ქართველი ფეხბურთელის ხელშეკრულება 2027 წელს იწურება. მამუკა ჯუღელი ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას ითხოვს.

ასევე გეტყვით, რომ სულ ცოტა ხნის წინ ხვიჩა და „ნაპოლი“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდნენ. კატალონიურმა გრანდმა 3:1 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.

ხვიჩას ყველა მომენტი „ბარსელონასთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შესაძლოა გადაღლილია, მისი ამბავი ცუდად მიდის - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე
შესაძლოა გადაღლილია, მისი ამბავი ცუდად მიდის - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე