ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, არიედო ბრაიდა
Aa
Aa

„კვარა-ოსიმენით ნაპოლის კარგი შანსი ექნება“ - არიედო ბრაიდა ბარსა-ნაპოლიზე

„მილანის“ და „ბარსელონას“ ლეგენდარულმა სპორტულმა დირექტორმა, არიედო ბრაიდამ რადიო CRC-ის ეთერში ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ 1/8 ფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა და „პარტენოპეიდან“ კვარაცხელია-ოსიმენის წყვილი გამოარჩია.

რას ამბობს ბრაიდა:

აქვს თუ არა „ნაპოლის“ შანსი? „ბარსელონა“ შესანიშნავი კლუბია, მაგრამ ის დიდებული გუნდი აღარ არის, რაც წარსულში იყო. კარგი გუნდია ნიჭიერი ბიჭებით. ამიტომ თუ „ნაპოლი“ იქ დიდი წყურვილით, მონდომებითა და ენთუზიაზმით ჩავა, ვფიქრობ მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი ექნება.

იქნება თუ არა ხვალინდელი თამაში „ნაპოლისთვის“ გარდამტეხი მომენტი? ოსიმენისა და კვარაცხელიას კალიბრის ფეხბურთელებით „ნაპოლი“ თავის შანსებს გამოიყენებს, რადგან ახლო წარსულთან შედარებით, მათი თამაში აშკარად გაუმჯობესდა. ისინი არიან მოთამაშეები, რომლებსაც ნებისმიერი თამაშის მოგება შეუძლიათ. ისინი აუდიტორიაზე, სანახაობრივად თამაშობენ და დარწმუნებული ვარ, ამას ხვალაც დაამტკიცებენ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ შორის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა დიეგო მარადონას სტადიონზე ფრედ, 1:1 დასრულდა, ხვალინდელი მატჩი კი საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა და ოსიმენი? პირველ თამაშში თავი კარგად დავიცავით“ | ტერ შტეგენი
„კვარა და ოსიმენი? პირველ თამაშში თავი კარგად დავიცავით“ | ტერ შტეგენი