მადრიდის რეალი, გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 3 ქულა - ტენერიფე რეალთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ლენოვო „ტენერიფე“ მადრიდის „რეალს“ ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 78:80 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ სტუმართა გუნდი მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე 1 ქულით იგებდა, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც დამარცხდა.

სუსტი მატჩი ჰქონდა გიორგი შერმადინს, რომელმაც პარკეტზე 14 წუთი და 5 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა მხოლოდ 3 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.

ორივე გუნდიდან საუკეთესო „ტენერიფეს“ ამერიკელი ლეგიონერი კაილი გუიუ იყო, რომელმაც 20 წუთში 14 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.

ამ წაგების შემდეგ, „ტენერიფეს“ 28 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ვიდორეტას გუნდი „მორაბანკ ანდორას“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ამბავი: ჩაკვეტაძე 3-4 დღე დაისვენებს და ვარჯიშს დაიწყებს
კარგი ამბავი: ჩაკვეტაძე 3-4 დღე დაისვენებს და ვარჯიშს დაიწყებს