გიორგი ჩაკვეტაძე, ტომ კლევერლი
Aa
Aa

ისმაელი მოსხნეს - ჩაკვეტაძეს მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი გაწვრთნის

„უოტფორდმა’’ მთავარი მწვრთნელი ვალერიენ ისმაელი მოხსნა, მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ტომ კლევერლი შეასრულებს, რომელიც ინგლისის ეროვნული ნაკრებისა (2012-13) და „მან. იუნაიტედის’’ (2008-15) ყოფილი ფეხბურთელია.

34 წლის ტომ კლევერლიმ ფეხბურთელის კარიერა „უოტფორდში’’ დაასრულა (2017-23). 2023 წლის ზაფხულიდან „უოტფორდის’’ 18-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო, ახლა კი მთავარ გუნდში გადაინაცვლებს და მთავარი მწვრთნელის მოვალეობას შეასრულებს.

გუშინ „უოტფორდი'' შინ „ქოვენთრისთან'' 1:2 დამარცხდა. „უოტფორდის'' მოუგებელი სერია 4-მატჩიანია, ბოლო ოთხ შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა, 45 ქულით მე-13 ადგილზეა და საუკეთესო ექვსეულს 13 ქულით ჩამორჩება. კლუბის მმართველებმა შედეგებიდან გამომდინარე ისმაელის გაშვება გადაწყვიტეს.

მომდევნო ტურში „უოტფორდი'' „ბირმინგემს'' ესტუმრება (16 მარტი, 19:00).

გიორგი ჩაკვეტაძემ ისმაელის მთავარი მწვრთნელობისას ინგლისის ჩემპიონატსა და ასოციაციის თასზე საერთო ჯამში 33 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო, 4 საგოლე პასი შეასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა „ქოვენთრისთან'' ტრავმა მიიღო, ჯერ სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებულა, ამ ეტაპზე უცნობია მოუწევს თუ არა ქართველ ფეხბურთელს „ბირმინგემთან'' შეხვედრის გამოტოვება.

„ქოვენთრისთან'' მატჩის შემდეგ „უოტფორდის'' მთავარმა მწვრთნელმა ვალერინ ისმაელმა განაცხადა: „იმედი მაქვს, ეს მხოლოდ სისხლჩაქცევაა, მაგრამ სამედიცინო შემოწმებაა საჭირო. მისი მდგომარეობა უნდა შეფასდეს. მსაჯმა ბოდიში მოგვიხადა. გვითხრა რომ ვერ დაინახა. ფეხბურთელისთვის ძალიან მტკივნეული იყო, თუმცა სიარული შეეძლო. მსაჯის საქმე ფეხბურთელების დაცვაა და არბიტრმა გვითხრა, რომ ამ მომენტში ყვითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები