შოთა არველაძე
Aa
Aa

ეს კლუბი მიყვარს და ამიტომ მივდივარ - არველაძე პოსტს ტოვებს

თურქეთის სუპერლიგაში „ტრაბზონმა’’ „ქარაგიუმრუქი’’ 5:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ განაცხადა, რომ პოსტს ტოვებს, გუნდიდან მიდის.

შოთა არველაძე:„აქ თამაში ყოველთვის რთულია. კარგად დავიწყეთ და ცუდად დავასრულეთ. მიუხედავად იმისა, რომ რთული სეზონი გვაქვს, ამ მატჩს თავდაჯერებით შევხვდით. კარგი კვირა გვქონდა, მაგრამ მოედანზე ყველაფერი ცუდად წავიდა. ეს კლუბი მიყვარს, ამიტომ მივდივარ, პოსტს ვტოვებ.

წინ რთული პერიოდია, 9 ტური რჩება. საჭიროა განსხვავებული ატმოსფეროს შექმნა. დამწუხრებული ვარ, ასეთ შედეგს არ ველოდი’’.

შოთა არველაძის ხელმძღვანელობით „ქარაგიუმრუქმა'' თურქეთის ჩემპიონატსა და თასზე საერთო ჯამში 17 მატჩი ჩაატარა: 6 მოგება, 3 ფრე, 8 მარცხი. 20-გუნდიან ჩემპიონატში „ქარაგიუმრუქი'' 29 ქულით მე-16 ადგილზეა, ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

არველაძის მთავარი მწვრთნელობისას „ქარაგიუმრუქმა'' თურქეთის თასიდან „გალათასარაი'' გამოთიშა, გასვლაზე მარკაოსა და რაიან მენდეშის გოლებით მოუგო (0:2), თუმცა გუნდი თურქეთის თასზე წარმატების მიღწევას სხვა მწვრთნელთან ერთად ეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მილანი და რეალი, ასეთ დონეზე თამაშს იმსახურებს - კალაძემ კვარაზე ისაუბრა
მილანი და რეალი, ასეთ დონეზე თამაშს იმსახურებს - კალაძემ კვარაზე ისაუბრა